Project Silica— ინფორმაციის მინაზე ჩაწერის ტექნოლოგია

კომპანია Microsoft-მა დეველოპერულ კონფერენცია Ignite-ზე საინტერესო ტექნოლოგია წარმოადგინა— Project Silica.

აღნიშნული ტექნოლოგია მონაცემების კვარცის მინაზე შენახვის შესაძლებლობას გვაძლევს. ინფრაწითელ ლაზერს ინფორმაცია მინაზე სამგანზომილებიანი ნანობადეებისა და სხვადასხვა სიღრმის თუ დახრის დეფორმაციების დატანის საშუალებით გადააქვს. ინფორმაცია მინაზე „ვოქსელებში“ ინახება, რაც პიქსელის სამგანზომილებიანი ექვივალენტია.

სხვა ოპტიკური ინფორმაციის მატარებლებისგან განსხვავებით აქ ინფორმაცია არა ზედაპირზე, არამედ მინის შიგნით ინახება. მაგალითისთვის, 2 მმ სისქის მინაზე ვოქსელის 100 ფენის ჩაწერა არის შესაძლებელი.

ინფორმაციის წაკითხვისთვის ალგორითმი ნახაზების დეკოდირებას ახდენს. რაც ყველაზე საინტერესოა ინფორმაციის წაკითხვა მინაზე ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.

ამასთან ერთად კვარცის მინა საკმაოდ მდგრადია: იგი უძლებს მაქსიმალურ ტემპერატურას, მიკროტალღურ გამოსხივებას, განმაგნიტებას და სხვა ფაქტორებს, რასაც სხვა საარქივო მასალები ვერ უძლებენ.

Microsoft-ის თქმით, აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება პრაქტიკული იქნება იმ შემთხვევებში, როცა საქმე გვაქვს დიდი მოცულობის მონაცემებთან და საჭიროა მათი ხანგრძლივი დროით შენახვა. ეს შეიძლება იყოს სამედიცინო მონაცემები, ფინანსური ანგარიშები, იურიდიული დოკუმენტაცია და სხვა.

Microsoft-მა Warner Bros.-თან ერთად 1978 წელს გადაღებული ფილმი „სუპერმენი“ კვარცის მინის ფირფიტაზე უკვე ჩაწერა. მინის „მეხსიერების ბარათის“ ზომები კი 75x75x2 მმ-ს შეადგენს, რომელზეც 75,6 გბ-ს მოცულობის ინფორმაცია განთავსდა.

 

 

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

აშშ-ის მთავრობა Huawei-სთან თანამშრომლობაზე აკრძალვის მოხსნისთვის ემზადება

Next Post

რუსეთი ვიკიპედიას „უფრო სანდო“ ენციკლოპედიით ჩაანაცვლებს

Related Posts

ინდონეზიის პრეზიდენტი საჯარო მოხელეების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა

ინდონეზიის პრეზიდენტი, ჯოკო ვიდოდომ სახელმწიფო სამსახურებში თანამშრომლების ნაწილის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების განკარგულება გასცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ასეთი სახით…
გაიგე მეტი

Huawei-მ ეკრანისა და უკანა მინის ნაკაწრების აღდგენის მეთოდი დააპატენტა.

Huawei-მ მინის ნაკაწრების აღდგენის მეთოდსა და საჭირო მოწყობილობასთან დაკავშირებით, პატენტის განაცხადი 2019 წლის 20 ივნისს CNIPA– ში (ჩინეთის…
გაიგე მეტი

ქართული ბოტი, რომელიც ფოტოგრაფიას გასწავლით — ფოტო ჰაბი

პანდემიამ ადამიანების ყოველდღიური ქცევა ყველა მიმართულებით, მათ შორის სწავლის ნაწილშიც შეცვალა. სასწავლო დაწესებულებების უმეტესობა ონლაინ სწავლების რეჟიმზეა გადასული,…
გაიგე მეტი
Total
0
Share