Google-მა Xiaomi-ს, Samsung-ის, LG-ს და Huawei-ს Android სმარტფონებში კრიტიკული მოწყვლადობა აღმოაჩინა

კომპანია Google-ის Project Zero-ს სპეციალისტებმა Android-ში უსაფრთხოების პრობლემა აღმოაჩინეს.

დეტალები

აღნიშნული მოწყვლადობა ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში აღმოფხვრეს, თუმცა მაშინ რისკის ქვეშ Android-ის ბირთვის უფრო ადრეული ვერსიები იყო — 3.18, 4.4 და 4.9. ახლახანს კი იგივე მოწყვლადობამ Android 8.x-ში და უფრო ახალ ვერსიებში იჩინა თავი.

აღნიშნული სისუსტის საშუალებით root-უფლებების მიღება მინიმალური ჩარევით არის შესაძლებელი, რის შედეგადაც მომხმარებლის სმარტფონზე სრული კონტროლის დამყარება მხოლოდ დროის ამბავია.

მოწყვლადობა საჭიროებს დაინფიცირებული აპლიკაციის დაყენებას ან იყენებს სხვა ექსპლოიტს Chrome-ის ბრაუზერიდან, რომელიც მომხმარებლისთვის კონტენტის ვიზუალიზაციით ინიღბება.

საფრთხის ქვეშ მყოფი სმარტფონების სია

აღნიშნული მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება შემდეგ სმარტფონებზეა შესაძლებელი:

  • Android 9-ზე და Android 10-ის ბეტა ვერსიაზე მომუშავე Pixel 2
  • Huawei P20
  • Xiaomi Redmi 5A
  • Xiaomi Redmi Note 5
  • Xiaomi A1
  • Oppo A3
  • Moto Z3
  • LG-ის ყველა სმარტფონი Android 8 Oreo-ზე
  • Samsung Galaxy S7, S8 და S9

Pixel 3-ზე და 3a-ზე მოწყვლადობა უკვე აღმოფხვრილია, Pixel 1 და 2-ში კი პრობლემა ოქტომბრის უსაფრთხოების განახლებასთან ერთად მოგვარდება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Surface Duo— ინტერვიუ იდეის ავტორთან

Next Post

Apple ქარხნული წუნის მქონე iPhone 6s-ს და iPhone 6s Plus-ს უფასოდ შეაკეთებს

Related Posts

Microsoft Edge მალე Linux-ზეც გამოვა

Microsoft Edge თავდაპირველად Windows 10-ის ექსკლუზივს წარმოადგენდა, რაც ბრაუზერს Google Chrome-თან  არათანაბარ პირობებში აყენებდა. 2017 წელს Microsoft Edge…
გაიგე მეტი

Apple-მა iOS 13, watchOS 6, macOS Catalina და iPadOS 13 წარმოადგინა

დიდი ალბათობით Apple-ის ახალ პროდუქტებსა და მათ მახასიათებლებს თქვენ უკვე გაეცანით. ამიტომ აღნიშნულ სტატიაში გადავწყვიტეთ  პროგრამული უზრუნველყოფის სიახლეებზე…
გაიგე მეტი

ეკრანქვეშა თითის ანაბეჭდის სკანერი და დასაკეცი ეკრანი — iPhone-ის სამომავლო გეგმები

კომპანია ეფლი, iPhone-ების მომდევნო მოდელებში მოსალოდნელ სიახლეებს შემოგვთავაზებს. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა Bloomberg-ის რედაქტორი, მარკ გურმანი გვიყვება. წყაროს…
გაიგე მეტი
Total
0
Share