Microsoft-მა პროგრამირების შემსწავლელი უფასო კურსი გამოაქვეყნა

კომპანია Microsoft-მა საკუთარ YouTube არხზე Python-ზე პროგრამირების უფასო სასწავლო კურსი გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაცია Microsoft-ის პროგრამირების მიმართულების უფროსმა მენეჯერმა, კრისტოფერ ჰარისონმა საკუთარი ბლოგის საშუალებით გაავრცელა.

რამდენიმე დღის წინ  Microsoft Developer-ის YouTube არხზე გამოქვეყნდა დასაკრავი სია „Python-ი დამწყებთათვის“,  რომელშიც კომპანიამ თავი მოუყარა 44 სასწავლო რგოლს. დასაკრავი სიის აღწერაში ნათქვამია, რომ კურსი მსურველებს დაეხმარება დაიწყონ აღნიშნული პროგრამირების ენის შესწავლა და საფუძველს ჩაუყრის Python-ის სიღრმისეული შესწავლის შესაძლებლობას.

„შესაძლოა თქვენ უკვე დაინტერესებულხართ Python-ით. დიდი ალბათობით აღნიშნული ენის პოპულარობა და მოქნილობა მოგეწონათ. Python-ის საშუალებით თქვენ  ნებისმიერი ფორმისა და ზომის გადაწყვეტილებები შექმნა შეგიძლიათ. ასევე შეგიძლიათ გადახვიდეთ ვებ-დეველოპმენტზე, გაიმარტივოთ ცხოვრება ავტომატიზაციის გამოყენებით ან თუნდაც გადადგათ პირველი ნაბიჯები Machine Learning-ის მიმართულებით. ის დრო, როცა თქვენი კარიერა მხოლოდ ერთი პროგრამირების ენით შემოიფარგლება უკვე წარსულშია“— წერს ჰარისონი.

IEEE Spectrum-ის ბოლო რეიტინგის მიხედვით Python-ი დეველოპერებში ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენაა, რითაც ის 11 პარამეტრით უსწრებს Java-ს, C/C++-ს, JavaScript-ს, R-ს, HTML-ს, C#-ს, Matlab CSS-ს, Go-ს და სხვებს.

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

AMD-მ 16-ბირთვიანი Ryzen 9-ის გამოშვება ნოემბრამდე გადადო

Next Post

iOS 13-ში თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები შეიძლება შემთხვევით უცხო პირთან აღმოჩნდეს

Related Posts

Microsoft-მა Huawei-სთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიყიდვის უფლება მიიღო

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ კომპანია Microsoft-ზე Huawei-ისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტის ნებართვა გასცა, რის შედეგადაც ამერიკულ კომპანიას საკუთარი სერვისების, ოპერაციული…
გაიგე მეტი

Facebook-მა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული გვერდები, ჯგუფები და პროფილები წაშალა

Facebook-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ სოციალურმა ქსელმა საკუთარი პლატფორმიდან საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული 39 პროფილი, 344 გვერდი, 13…
გაიგე მეტი

Netflix-მა ბილ გეიტსის შესახებ დოკუმენტური ფილმის თრეილერი გამოუშვა

Netflix-ი ბილ გეიტსის შესახებ დოკუმენტური ფილმის რელიზისთვის ემზადება. Insider Bill’s Brain: Decoding Bill Gates  სამი ნაწილისგან შემდგარი ფილმი…
გაიგე მეტი
Total
0
Share