AMD-მ 16-ბირთვიანი Ryzen 9-ის გამოშვება ნოემბრამდე გადადო

კომპანია AMD-ს ცნობით, ფლაგმანური 16-ბირთვიანი პროცესორი Ryzen 9 3950X სექტემბერის ნაცვლად ნოემბერში გამოვა. მწარმოებელი აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროცესორის მიმართ ბაზარზე გაზრდილი დაინტერესებით ხსნის.

Ryzen 9 3950X შემდეგ მახასიათებლებს მიიღებს: 16 ბირთვი/ 32 ნაკადი, 3,5 გჰც და 4,7 გჰც (აჩქარებულ მდგომარეობაში) სიხშირე, მე-3 დონის 64 მბ-იანი ქეში, PCIe 4-ის 24 ზოლი და 105 ვტ-იანი TDP.

AMD ასევე აღნიშნავს, რომ Ryzen 9 3950X-თან ერთად ნოემბერში Threadripper-ის მე-3 თაობის პროცესორიც გამოვა. Threadripper 3XXX-ის მინიმალური კონფიგურაცია 24 ბირთვზე იმუშავებს. ასეთი სახით ვისაც  ერთი სოკეტის მქონე მრავალბირთვიანი სამუშაო სადგური დასჭირდება, AMD-ს აღნიშნული სიახლე იდეალური არჩევანი იქნება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Swipe Night: Tinder-ი ინტერაქტიულ სერიალს უშვებს

Next Post

Microsoft-მა პროგრამირების შემსწავლელი უფასო კურსი გამოაქვეყნა

Related Posts

HoloLens 2-ის გაყიდვები დაიწყო

Microsoft-ის შერეული რეალობის სათვალეების ოფიციალური გაყიდვები აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთში, გერმანიაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და ახალ…
გაიგე მეტი

Nvidia ახალ GTX 1660 Super-ს და GTX 1650-ს ამზადებს

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2019 წელს RTX-ის გარეშე ვიდეობარათის შეძენა ყველაზე დიდი უგუნურებაა. ამისდა მიუხედავად ვიდეობარათების უმსხვილესი მწარმოებელი…
გაიგე მეტი

Apple ძველ მოწყობილობებს ინტერნეტთან წვდომას შეუზღუდავს

კომპანია Apple-ის განცხადებით მოძველებული iPhone-ების და iPad-ების მფლობელებს ინტერნეტთან კავშირის პრობლემა იმ შემთხვევაში შეექმნებათ, თუ ისინი საკუთარ მოწყობილობებს…
გაიგე მეტი
Total
0
Share