ბრაუზერი Safari სავარაუდოდ თქვენს პირად მონაცემებს ჩინურ კომპანია Tencent-ში აგზავნის

iOS 13-ის გამოსვლასთან ერთად კომპანია Apple-მა მობილურ ოპერაციულ სისტემაში ბრაუზერ Safari-ის თაღლითური საიტების შესახებ გაფრთხილების ფუნქცია განაახლა. განახლების შემდეგ Apple-ს თქვენი პირადი მონაცემების ჩინურ კომპანია Tencent-ში გაგზავნა შეუძლია. განახლებამდე Apple „თაღლითური საიტის შესახებ გაფრთხილების“ ფუნქციაში  „Google-ის უსაფრთხო ბრაუზინგის“ ტექნოლოგიას იყენებდა.

„Google-ის უსაფრთხო ბრაუზინგის ტექნოლოგია“ მომხმარებლებს იმ შემთხვევაში აფრთხილებს, როცა ისინი მავნე კოდის მქონე საიტებზე გადასვლას ან არასაიმედო ფაილების გადმოწერას ცდილობენ. აღნიშნულ ტექნოლოგიას დღეს მსოფლიოში 4 მილიარდამდე აქტიური მოწყობილობა იყენებს.

არავინაა დარწმუნებული იმაში, რომ Tencent-ს Google-ის მსგავსი ხარისხის ტექნოლოგიის შემოთავაზება შეუძლია. Apple-ს არ განუმარტავს რატომ გაუზიარა მან მომხმარებლების სენსიტიური ინფორმაცია ჩინურ Tencent-ს და რის საფუძველზე მიიჩნევს ამერიკული კომპანია, რომ Tencent-ის ხელში ეს ინფორმაცია საიმედოდ არის დაცული.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Tencent-ი ჩინეთის ხელისუფლებასთან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ცენზურის საკითხებში აქტიურად თანამშრომლობს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

2020-ში AMD 7 ნმ-იან მობილურ პროცესორებს გამოუშვებს

Next Post

Microsoft-მა Start მენიუში არსებული ხარვეზის არსებობა აღიარა

Related Posts

iOS 13-ში თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები შეიძლება შემთხვევით უცხო პირთან აღმოჩნდეს

აღარავისთვისაა საიდუმლო, რომ Apple-ის მიერ iOS 13-ის რელიზი ერთ-ერთი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მასში აღმოჩენილი შეცდომებისა და უსაფრთხოების სისუსტეების…
გაიგე მეტი

Microsoft-ი მომხმარებლების საუბრებს იწერს

Microsoft-მა დაადასტურა, რომ კომპანია Cortana-სთვის გაცემულ ბრძანებებსა და Skype-ის საუბრებს იწერდა. Amazon, Apple და Facebook-ის შემდეგ პროგრამული უზრუნველყოფის…
გაიგე მეტი

გამოვიყენოთ თუ არა WhatsApp — ახალი კონფიდენციალობის პოლიტიკის რისკები

ვინც დღემდე იყენებს WhatsApp-ს, შესაძლოა ამ დღეებში, აპლიკაციაში შესვლისას გადააწყდებოდა შეტყობინებას, რომელიც მომხმარებელს ახალი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ აფრთხილებს.…
გაიგე მეტი
Total
0
Share