Samsung-ის სმარტფონებისთვის Your Phone-ს კიდევ ერთი ექსკლუზიური ფუნქცია დაემატა

კომპანია Microsoft-ი Windows 10-ის სისტემური აპლიკაციის, Your Phone-ის განვითარებას საკმაოდ დიდ დროს უთმობს. აპლიკაცია Your Phone აკავშირებს Android სმარტფონს Windows 10-თან და უზრუნველყოფს ზარების, სმს და push შეტყობინებების სინქრონიზაციას და სხვა. ამასთან ერთად Your Phone-ში არის ექსკლუზიური ფუნქციები, რომლებიც მხოლოდ Samsung-ის სმარტფონის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. მაგალითისთვის, Samsung-ის სმარტფონებში ინტეგრირებული მიკროპროგრამის საშუალებით Your Phone-ით თქვენ სმარტფონის გამოსახულების კომპიუტერში ტრანსლირება (და მართვა) შეგიძლიათ. ამიერიდან კი Samsung-ის მომხმარებლებს ღრუბლოვანი გაცვლის ბუფერით სარგებლობა შეუძლიათ.

ახალი ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია Samsung-ის უახლეს სმარტფონებზე (Galaxy S20 და Z Flip). ღრუბლოვანი გაცვლის ბუფერის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ დააკოპიროთ ინფორმაცია სმარტფონზე და ჩასვათ ის კომპიუტერში ან პირიქით (დიახ, აქ საუბარია Copy/Paste-ზე). სამწუხაროდ, აღნიშნული ფუნქციით სარგებლობა მხოლოდ Galaxy S20, S20+, S20 Ultra და Galaxy Z Flip-ის მომხმარებლებს შეუძლიათ.

Microsoft-ის თანამშრომელი საკუთარ Twitter-ზე Samsung-თან ასეთ მჭიდრო თანამშრომლობას და ექსკლუზივების არსებობას ხსნის იმით, რომ მსგავსი ფუნქციონალისთვის კომპანიას სმარტფონის მიკროპროგრამასთან მჭიდრო ინტეგრაცია სჭირდება, რის საშუალებასაც მხოლოდ Samsung-ი იძლევა. იმისთვის რომ გამოსცადოთ ახალი ღრუბლოვანი გაცვლის ბუფერი აუცილებელია Samsung-ის ერთ-ერთ უახლეს სმარტფონზე და Windows 10-ზე მომუშავე კომპიუტერზე დააყენოთ და ერთმანეთთან დააკავშიროთ Your Phone აპლიკაცია.

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Google-მა მოულოდნელად Android 11 Developer Preview გამოუშვა

Next Post

Microsoft-მა სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ახალი პროგრამა წარმოადგინა

Related Posts

ამერიკელმა ექიმებმა შექმნეს ნეიროქსელი, რომელსაც ადამიანის მოსალოდნელი სიკვდილის დადგენა შეუძლია

ხელოვნურმა ინტელექტმა უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ადამიანის შესაძლო სიკვდილი კარდიოგრამის გაანალიზების შედეგად ზუსტად იწინასწარმეტყველა. აღსანიშნავია, რომ  ამ კარდიოგრამაში…
გაიგე მეტი

Microsoft-ის პრეზიდენტი გამანადგურებელი რობოტებისთვის ახალი ჟენევის კონვენციის შექმნის ინიციატივით გამოდის

Microsoft-ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის, ბრედ სმიტის აზრით დროა შეიქმნას ახალი ციფრული ჟენევის კონვენცია, რომელიც ლეტალური შეიარაღების ავტონომიური სისტემების…
გაიგე მეტი

დროა თქვენი ბიზნესი ღრუბლებში გადაიტანოთ

ბოლო წლების განმავლობაში თვალშისაცემი გახდა სხვადასხვა მასშტაბების და საქმიანობის სფეროს მქონე კომპანიების ინფრასტრუქტურის მასობრივი მიგრაცია ღრუბლებში. მართალია ზოგ…
გაიგე მეტი
Total
0
Share