Samsung-მა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის გამო ქარხანა დახურა

კომპანია Samsung Electronics-მა სამხრეთ კორეაში სმარტფონების მწარმოებელი ქარხანა იმის შემდეგ დახურა, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი COVID-19 დაუდგინდა.

როგორც CNN იუწყება, შაბათს, 22 თებერვალს ქ. გუმიში Samsung-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.

სადეზინფექციო ღონისძიებების გამო ქარხანა ორშაბათამდე, 24 თებერვლამდე დაიკეტა, ხოლო სართული, რომელზეც ინფიცირებული მუშაობდა 25 თებერვალს დაუბრუნდება საწარმო პროცესს.

გარდა ამისა კომპანიამ იმ თანამშრომლების იზოლირება მოახდინა, ვისაც ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტი ქონდათ.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა  რაოდენობა 433-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე ინფიცირების 229 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft-მა სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ახალი პროგრამა წარმოადგინა

Next Post

შვედეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ეროვნული ვალუტის ტესტირებას იწყებს

Related Posts

Google კიდევ ერთხელ ცვლის პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს

პოლიტიკური რეკლამის დამკვეთებისთვის ახალი წესების ამოქმედების შედეგად სამიზნე აუდიტორიაზე გასვლა უფრო რთული იქნება. კომპანია Google-მა კიდევ ერთხელ შეცვალა…
გაიგე მეტი

Windows 10-ის დრაივერების განახლების პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

Windows 10-ის მომხმარებლებისთვის სისტემის მორიგი განახლება, რომელიც რაღაცას აუცილებლად აფუჭებს, უკვე ჩვეულებრივი ამბავია. მოკლედ, Microsoft-ის ოპერაციული სისტემის მომხმარებლებისთვის…
გაიგე მეტი

მაიკროსოფტი Windows 10 X-ში Modern Standby რეჟიმს ამატებს — რას ნიშნავს ეს

ლეპტოპების უმეტესობას ძილის რეჟიმიდან გამოსასვლელად რამდენიმე წამი სჭირდება. ამასთან ერთად, ძილის რეჟიმში ლეპტოპი არ ტვირთავს ახალ ელექტრონულ წერილებს,…
გაიგე მეტი
Total
0
Share