Samsung Galaxy S21-ის პრეზენტაციის თარიღი ცნობილია

კომპანია სამსუნგი საკუთარი ფლაგმანების განახლებულ Galaxy ხაზს ოფიციალურად 14 იანვარს დაგეგმილ პრეზენტაციაზე გვაჩვენებს. ესენი იქნება Galaxy S21, S21 Plus და S21 Ultra. დაგეგმილი Galaxy Unpacked ღონისძიების სლოგანია “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ეპიკურ ყოველდღიურობაში”. ღონისძიება, თბილისის დროით 19:00-ზე გაიმართება.

ვარაუდობენ, რომ ახალი სმარტფონები საკუთარი წინამორბედი Galaxy S20-ისგან დიდად არ განსხვავდებიან, თუ არ ჩავთვლით ზომებსა და კამერის ახალ შესაძლებლობებს. რაც შეეხება S21 Ultra-ს, იგი S-pen სტილუსის მხარდაჭერას მიიღებს.

სამსუნგის ახალი ფლაგმანების ეკრანის განახლების სიხშირე 120 ჰც-ს მიაღწევს, ხოლო პროცესორის ადგილს აშშ-ის ბაზრისთვის განკუთვნილ მოდელებში Snapdragon 888 დაიკავებს (საერთაშორისო ბაზრის ვერსია Exynos 2100-ს მიიღებს).

როგორც ვიცით, სამსუნგი, ეფლის მსგავსად, ახალი ფლაგმანების კომპლექტაციიდან დამტენის ადაპტერის ამოღებას აპირებს.

უფრო ვრცლად, ახალი ფლაგმანების ტექნიკურ მახასიათებლებზე მათი გამოსვლისთანავე ვისაუბრებთ.

Total
0
Shares
Previous Post

SolarWinds: მასშტაბური კიბერშეტევის ახალი დეტალები

Next Post

TikTok გადახდების საკუთარ სისტემაზე მუშაობს

Related Posts

პაბლო ესკობარის ძმამ $350-იანი საკეცი სმარტფონი გამოუშვა

კოლუმბიელი ნარკობარონის ნათესავი, რობერტო ესკობარი Android-ზე მომუშავე საკეც სმარტფონს, Escobar Fold 1-ს უშვებს. ცნობილი კრიმინალის და ნარკორეალიზატორის ნათესავი…
გაიგე მეტი
Total
0
Share