Siri-ს ქალის ხმა ნაგულისხმევად აღარ ექნება

ბოლო დრომდე, Apple-ის ასისტენტის, Siri-ს ნაგულისხმევი ხმა ქალის ჟღერადობა იყო. მას შემდეგ, რაც კვლევებმა დაადგინა, რომ AI ასისტენტებზე, ნაგულისხმევად დაყენებულმა ქალის ხმამ, შესაძლოა გააძლიეროს მავნე სტერეოტიპები, Apple-მა თავი დაიზღვია და წინასწარ მოემზადა პოტენციური რისკისთვის.

iOS 14.5 განახლების შემდეგ, ახალი iPhone-ის შეძენისას, თქვენ მოგეთხოვებათ აირჩიოთ სტანდარტული ხმა Siri-სთვის, რაც მოიცავს ორ ახალ ხმოვან ვარიანტს. თუ თქვენი ამჟამინდელი სმარტფონი განაახლეთ iOS 14.5-ით, გაჩვენებთ თუ როგორ უნდა შეცვალოთ ხმა განახლების დაყენების შემდეგ.

პროცესი ძალიან მარტივია. პირველი, გადადით პარამეტრების (Settings) აპში, შემდეგ Siri & Search-ზე და დაკლიკეთ Siri Voice-ს, სადაც წარმოდგენილი იქნება ვარიანტების ჩამონათვალი.

შეეხეთ Siri Voice-ს პარამეტრების სიაში გადასასვლელად.

ამ დროისთვის ამერიკული ერთადერთია, რომელსაც ხმის ოთხი ვარიანტი აქვს; ავსტრალიური, ბრიტანული, ინდური, ირლანდიური და სამხრეთ აფრიკული ვერსიები მხოლოდ ორს მოიცავს. ამერიკული ხმის ოთხ ვარიანტშია:

  • ხმა 1, რბილად მოსაუბრე, მამაკაცის ხმა
  • ხმა 2, ენერგიული, თვითდაჯერებული ჟღერადობის ქალის ხმა
  • ხმა 3 მსგავსია ხმა 2-ის, მაგრამ მამაკაცის ჟღერადობაა
  • დაბოლოს, ხმა 4, Siri-ს ნაგულისხმევი ხმის მსგავსი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ვრცელდებოდა.

თუ გსურთ მოისმინოთ ხმების ჟღერადობები, გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ჩანართი.

თუ თქვენ ახლახანს განაახლეთ თქვენი მოწყობილობა macOS 11.3-ზე, თქვენც შეგიძლიათ აირჩიოთ ხმა, რომლის გამოყენებაც გსურთ. სისტემის პარამეტრებიდან (System Preferences), დაკლიკეთ Siri-ს.

წინა სტატია

ასე გამოიყურება ამოცანათა პანელი Windows 10 21H2 (Sun Valley) განახლების შემდეგ

შემდეგი სტატია

ეს პოპულარული მიმი $500,000-ად გაიყიდა

შეთავაზებული სტატიები

რევოლუციურმა AI სისტემამ ადამიანის დნმ-ის საიდუმლო ამოხსნა

მეცნიერებმა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამა — AlphaFold შექმნეს, რომელიც მედიცინისთვის, შესაძლოა რევოლუციური აღმოჩნდეს. ხელოვნურმა ინტელექტმა, ადამიანის ორგანიზმის მიერ…
გაიგე მეტი

1000-ჯერ უფრო მძლავრი: Google ონლაინ-ძიების პრინციპულად ახალ მოდელზე გადადის

ძიების ახალი ტექნოლოგია, გამოსახულების, ხმის და ტექსტური საძიებო მოთხოვნების კომბინაციით, ძიების მაქსიმალურად ზუსტ შედეგებს გვაჩვენებს. ამის შესახებ ინფორმაციას…
გაიგე მეტი

Microsoft-მა და GitHub-მა პროგრამისტის ნეიროქსელური ასისტენტი შექმნეს — Copilot

2021 წლის 29 ივნისს, Microsoft-მა და GitHub-მა პროგრამისტის ნეიროქსელური ასისტენტი, Copilot წარმოადგინეს. ახალი ციფრული “დამხმარე”, ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
2
გაზიარება