Surface Duo— ინტერვიუ იდეის ავტორთან

2 ოქტომბერს Microsoft-ის მოწყობილობების დანაყოფის ხელმძღვანელმა, პენოს პანაიმ Surface Duo წარმოადგინა. მოულოდნელი ანონსის შემდეგ  მოწყობილობასთან დაკავშირებით საზოგადოებას გარკვეული კითხვები გაუჩნდა. პრეზენტაციის შემდეგ სხვადასხვა ტექნოლოგიურმა პორტალებმა Surface Duo-ს „მშობელთან“ ინტერვიუ ჩაწერეს და Microsoft-ის ახალი სმარტფონის შესახებ საკმაოდ საინტერესო დეტალებიც გაგვაცნეს.

პენოს პანაიმ სმარტფონის შექმნის პროცესის შესახებ ვრცლად Vergecast-ში ისაუბრა.

Windows Phone-ის ფანების უმრავლესობას პირველ რიგში აინტერესებთ პასუხი კითხვაზე: „რატომ ანდროიდი?“.

— იმიტომ რომ Android-ზე არის ყველა ის აპლიკაცია, რომელიც  ჭირდება სმარტფონის მომხმარებელს. იმიტომ, რომ Microsoft-ი Android-ზე უშვებს საკუთარი სერვისების აპლიკაციებს, რომლებსაც ასობით მილიონი გადმოწერა აქვთ და ისინი შესანიშნავი რეპუტაციით სარგებლობენ. Microsoft-მა Android-ი საკუთარი სმარტფონის ოპერაციულ სისტემად აირჩია მხოლოდ იმიტომ, რომ მომხმარებლებმა განაგრძონ იმ პლატფორმის გამოყენება, რომელსაც ისინი აქამდე იყენებდნენ.

ამასთან ერთად პენოს პანაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ Android-ი არ წარმოადგენს Microsoft-ის პროდუქტების მომავალს. Android-ის ბაზაზე შექმნილი Surface Duo არის Microsoft-ის მცდელობა მისცეს მომხმარებელს ის, რაც მათ უნდათ მიიღონ ერთი ფორმ-ფაქტორის ფარგლებში. კომპანიას პროდუქტებისა და ოპერაციული სისტემების განვითარების გზაზე შეცდომების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მობილური ფორმ-ფაქტორისთვის Android-ის გამოყენება უდაოდ კარგი არჩევანია, თუმცა რაც ამაზე მეტი იქნება, აუცილებლად Windows-ზე იმუშავებს. პენოს პანაის ინტერვიუს დროს არ ერიდებოდა იმის აღნიშნვნა, რომ მისთვის Windows-ი Android-ზე მეტია. Microsoft-ის ოპერაციულ სისტემას მრავალი უპირატესობა აქვს, თუმცა არის გარკვეული შემთხვევები, როცა Android-ი ერთადერთი ლოგიკური არჩევანია.

Duo-ს Google-ის და Microsoft-ის სერვისების სრული ინტეგრაცია ექნება. Surface Duo-ს ინტერფეისზე აქტიურად მუშაობს Microsoft Launcher-ის გუნდი, თუმცა მასში Microsoft Launcher-ი არ იქნება წარმოდგენილი იმ სახით, როგორსაც დღეს მას მომხმარებლები საკუთარ Android სმარტფონებზე იცნობენ.

Microsoft Surface Duo  არ არის უბრალოდ სმარტფონი. ის არც ფაბლეტია და არც პლანშეტი.  პანაი აღნიშნავს, რომ სიტყვა „ტელეფონი“ აკნინებს Surface Duo-ს კონცეფციას. პირველ რიგში ეს არის Surface — პროდუქტი, რომელიც მოწყობილობების კლასს განსაზღვრავს. თუ მომხმარებლებს Surface Duo-ს მოწყობილობების გარკვეული კატეგორიისთვის მიკუთვნება სურთ, მათ ჯერ ამ კატეგორიის შექმნა მოუწევთ, როგორც ეს 2012 წელს შექმნილი პირველი Surface-ის დროს მოხდა. რა თქმა უნდა, Duo შესანიშნავი სმარტფონია, თუმცა ის ცდება სტანდარტული სმარტფონის კონცეფციის ჩარჩოებს. Microsoft-ი მიიჩნევს, რომ მომხმარებლები Duo-ს ძირითად სმარტფონად გამოიყენებენ, სხვები მას განსხვავებულობის გამო იყიდიან, ზოგს კი Duo უბრალოდ მეორე მოწყობილობად გამოადგება.

Surface Duo-ის სურათის შედეგი

Surface Duo იმ სახით, როგორითაც ჩვენ ის 2 ოქტომბერს ვიხილეთ საკეცი Surface სმარტფონის მე-3 თაობის წარმომადგენელია. Microsoft-ი აღნიშნულ მოწყობილობაზე 3 წელი მუშაობდა. ამ წლების განმავლობაში კომპანიის შიგნით Surface Duo-ს სამი თაობა შეიცვალა. თითოეულ თაობას თავის დიზაინი, ინტერფეისი, ნაკლი და უპირატესობა ქონდა. პენოსს ამით იმის თქმა სურდა, რომ Surface Duo რომლის გაყიდვებიც  2020-ში დაიწყება წარმოადგენს ამ სმარტფონის მე-3 თაობას და აქ არანაირ ექსპერიმენტს არ აქვს ადგილი.

Surface Duo პროცესორის სახით Snapdragon 855-ს იყენებს. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ არ გამოიყენა Microsoft-მა ახალ სმარტფონში საკუთარი ჩიპსეტი SQ1, რომელიც ჩვენ Surface Pro X-ში ვიხილეთ.  პანაიმ ეს ენერგომოხმარებისა და ამოცანების განსხვავებით ახსნა. მობილური ჩიპსეტი 2-3 ვატამდე ენერგიას მოიხმარს მაშინ, როცა SQ1-ის ენერგომოხმარება 7 ვატამდეა გაზრდილი. SQ 1-ის არქიტექტურა გათვლილია პერსონალურ კომპიუტერებზე და არა სმარტფონებზე. მაგალითისთვის, SQ 1-ს შეუძლია გამოსახულება გამოიტანოს ორ 4K ეკრანზე კადრის განახლების სიხშირით 60 გჰც-მდე, რასაც მობილური პროცესორი ვერ უზრუნველყოფს.

დაკავშირებული სურათი

Microsoft-ი ამჟამად Surface Duo-ს სტაბილურობისა და ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობს, რათა დეველოპერებმა მალევე დაიწყონ საკუთარი აპლიკაციების ახალ ფორმ-ფაქტორზე მორგება. პენოს პანაი ვარაუდობს, რომ დეველოპერები, საკუთარ პირველ საცდელ მოწყობილობებს რამდენიმე თვეში მიიღებენ. სამწუხაროდ Surface Duo-ს შემქმნელმა არ დაასახელა მოწყობილობის საბაზრო ფასი, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ის მომხმარებლებისთვის მისაღები იქნება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Instagram-მა აპლიკაცია „Threads“-ი წარმოადგინა

Next Post

Google-მა Xiaomi-ს, Samsung-ის, LG-ს და Huawei-ს Android სმარტფონებში კრიტიკული მოწყვლადობა აღმოაჩინა

Related Posts

AMD-მ 16-ბირთვიანი Ryzen 9-ის გამოშვება ნოემბრამდე გადადო

კომპანია AMD-ს ცნობით, ფლაგმანური 16-ბირთვიანი პროცესორი Ryzen 9 3950X სექტემბერის ნაცვლად ნოემბერში გამოვა. მწარმოებელი აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროცესორის მიმართ…
გაიგე მეტი

Microsoft-მა 2 ოქტომბერს შესაძლოა ახალი Surface მოწყობილობა წარმოადგინოს

კომპანია Microsoft-მა Surface მოწყობილობებისთვის მიძღვნილი საშემოდგომო ღონისძიება დააანონსა. წელს ის 2 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ჩვენ დიდი…
გაიგე მეტი

ადამიანის ოფლი, როგორც ენერგიის წყარო — ახალი კვლევის შედეგები

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ტარებადი ელექტრონული მოწყობილობებისთვის ენერგიის ერთ-ერთ წყაროდ ოფლის გამოყენება სცადეს. მათ შექმნეს სპეციალური გაჯეტი და…
გაიგე მეტი
Total
0
Share