TikTok გადახდების საკუთარ სისტემაზე მუშაობს

TikTok-ის შემქმნელმა კომპანია ByteDance-მა საკუთარი სერვისის განვითარებას აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ, კომპანიამ ახალი სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციაზე განცხადება შეიტანა. სავაჭრო ნიშანი TikTok Payments-ის რეგისტრაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ახლო მომავალში გასართობი ვიდეოსერვისი გადახდების საკუთარ სისტემას მიიღებს. ასეთი სახით, მომხმარებლებს, დარეკლამებული სერვისისა თუ პროდუქტის შეძენა აპლიკაციიდანვე შეეძლებათ.

TikTok-ისთვის გადახდის სისტემის შექმნის ისტორია 2020 წლის ივნისში იწყება, როცა ByteDance-მა ელექტრონული გადახდების სისტემისა და დაზღვევისთვის საჭირო 3 ლიცენზია მიიღო. ამის შემდეგ კომპანიამ სექტემბერში პლატფორმა UIPay შეიძინა და 2020 წლის დეკემბერში სავაჭრო ნიშანი TikTok Payments დაარეგისტრირა.

გადახდის ახალი სისტემა თავდაპირველად ჩინეთში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში ამოქმედდება. Reuters-ის ინფორმაციით, კომპანია უკვე მუშაობს სინგაპურში ინტერნეტ ბანკინგისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვებაზე.

Total
0
Shares
Previous Post

Samsung Galaxy S21-ის პრეზენტაციის თარიღი ცნობილია

Next Post

2020 წელს მობილურ აპლიკაციებში მომხმარებლებმა $100 მილიარდი დახარჯეს

Related Posts

MacOS-ზე Word-ში PDF ფაილების გახსნისა და რედაქტირების ფუნქცია გამოჩნდა

Mac-ისთვის განკუთვნილ Office-ის საცდელ ვერსიაში PDF ფაილებთან მუშაობის შესაძლებლობა გამოჩნდა. ეს როგორც აღნიშნული ფაილების ტიპის გახსნას, ისე მათ…
გაიგე მეტი

Parler ძალადობის წახალისებისთვის Amazon-ის ჰოსტინგიდან გაითიშება

2021 წლის 8 იანვარს სოციალური ქსელი Parler-ის აპლიკაცია Google Play მარკეტიდან ამოიღეს, მომდევნო დღეს იგივე ზომები ეფლმაც მიიღო.…
გაიგე მეტი

Microsoft Edge-ში ისტორიის და გახსნილი ჩანართების სინქრონიზაცია გამოჩნდა

ბრაუზერი Microsoft Edge-ის ბოლო განახლებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია — Android, Windows-სა და macOS-ს შორის ისტორიის და ჩანართების (ტაბების) სინქრონიზაცია…
გაიგე მეტი
Total
0
Share