USB-IF-მა USB4-ს საბოლოო სპეციფიკაციები დაამტკიცა

USB Implementers Forum (USB-IF)-მა,  ორგანიზაციამ, რომელიც Universal Series Bus-ის სტანდარტების განვითარებაზე მუშაობს, USB4-ის სპეციფიკაციების შემუშავების დასრულების შესახებ განაცხადა. აღნიშნულ სტანდარტზე მუშაობა მარტში დაიწყო.  ვენდორებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა ოფიციალური საიტიდან უკვე შეუძლიათ.

USB4 ეფუძნება Thunderbolt 3-ის სტანდარტს, რის შედეგადაც მონაცემების გადაცემის სიჩქარე 40 გბიტ/წმ-ს აღწევს. ამგვარად USB 3.2-თან შედარებით გადაცემის სიჩქარე  USB4-ში თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. ინტერფეისის ახალი ვერსია მონაცემების გადაცემისა და დისპლეითან კავშირის რამდენიმე პროტოკოლს გამოიყენებს,  რათა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს გამტარუნარიანობის გამოყენება. ამასთან ერთად USB4  მიმდინარე USB 3.2, USB 3.0 და Thunderbolt 3 სტანრატებთან თავსებადობას ინარჩუნებს.

USB4-ის სპეციფიკაციების შემუშავების დასრულება ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან მწარმოებლებს ახალი მოწყობილობების შექმნისას აღნიშნული ახალი სტანდარტის გამოყენება შეუძლიათ. ამ ფაქტთან დაკავშირებით USB-IF  სიეტლსა და ტაიბეიში  USB Developer Days ღონისძიებას გამართავს. სტანდარტის ახალი ვერსიის დეტალური სპეციფიკაციების შესახებ ინფორმაციის მიღება ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Netflix-მა ბილ გეიტსის შესახებ დოკუმენტური ფილმის თრეილერი გამოუშვა

Next Post

Windows 10 1903-ის ბოლო დაგროვებითი განახლება (KB4512941) პროცესორს 100%-მდე ტვირთავს

Related Posts

ხელოვნური ინტელექტი ქვეყნის სამსახურში: რისკები და შესაძლებლობები

იმ დროიდან, როცა მანქანა და ფაბრიკა სინონიმები იყვნენ, მსოფლიო კარდინალურად შეიცვალა. 2018-2022 წლის ტექნოლოგიური რევოლუცია ოთხ მთავარ მიმართულებაზე…
გაიგე მეტი

დნმ-ის პორტატული სეკვენატორი, რომელიც შეგიძლიათ ჯიბითაც ატაროთ

ამერიკელმა მეცნიერებმა, ქოლდ სპრინგ ჰარბორის არაკომერციული ლაბორატორიიდან, Oxford Nanopore-ის სპეციალისტებთან თანამშრომლობით შექმნეს მსოფლიოში პირველი პორტატული მოწყობილობა, რომელსაც გენომის…
გაიგე მეტი

Microsoft-მა საკეცი მოწყობილობებისთვის სითხით სავსე სახსარი დააპატენტა

Microsoft ორი ეკრანის მქონე საკეც Surface-მოწყობილობაზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, 2 ოქტომბერს ჩვენ Surface ხაზის…
გაიგე მეტი
Total
0
Share