გიგაბაიტი წამში. Wi-Fi Alliance-მა ინფორმაციის უსადენო გადაცემის ახალი სტანდარტი წარმოადგინა

Wi-Fi Alliance-მა ინფორმაციის უსადენო გადაცემის ახალი, Wi-Fi 6 სტანდარტით მოწყობილობების სერტიფიცირება დაიწყო. ამჟამად ახალი სტანდარტის მხარდაჭერა მხოლოდ iPhone 11 და 11 Pro-ს აქვს.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე წარმოუდგენლად სწრაფი ტემპით იზრდება. ინფრაწითელი პორტით ინფორმაციის გადაცემა და ფაილის ზომაზე ფიქრი თითქმის წარსულს ჩაბარდა.

ტექნოლოგიების განვითარებამ ოპტიკურ-ბოჭკოვანი და მობილური ინტერნეტის ახალი სტანდარტები მოგვიტანა. იგივე ეხება USB და Wi-Fi ტექნოლოგიასაც. დიახ, Wi-Fi-ს ახალი სტანდარტი უკვე აქაა.

გუშინ, 2019 წლის 16 სექტემბერს, კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებლებისგან შემდგარმა გაერთიანება Wi-Fi Alliance-მა  Wi-Fi 6 სტანდარტი ოფიციალურად წარმოადგინა. ახალი სტანდარტით როგორც ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე, ისე Wi-Fi-ის ერთ წერტილთან ერთდროულად დაკავშირებული მოწყობილობების რაოდენობაც იზრდება.

თეორიულად Wi-Fi 6-ის სიჩქარე 9,6 გბიტ/წმ-მდე გაიზარდა (დაახლოებით 1,2 გბ/წამში), რაც Wi-Fi 5-ის მაქსიმალურ სიჩქარეზე 6,1 გბიტ/წმ-ით მეტია. ტექნოლოგია უკვე მზადაა და დროა მწარმოებლებმა საკუთარი მოწყობილობების სერტიფიცირება დაიწყონ.

ამჟამად ინფორმაციის გადაცემის ახალი სტანდარტის მხარდაჭერა მხოლოდ iPhone 11 და 11 Pro-ს აქვს. მხარდაჭერას მალე Samsung Galaxy Note 10/10+ -იც მიიღებს. ვინაიდან ბაზარზე არსებული კომპიუტერული თუ მობილური ტექნიკა Wi-Fi 6-ის მხარდასაჭერად აპარატულ გაუმჯობესებას საჭიროებს, რაც ცხადია ვერ მოხდება, ახალი სტანდარტის მასობრივ გავრცელებას ჩვენ ახალი მოწყობილობების გამოსვლასთან ერთად ვიხილავთ.

როგორც ცნობილი ხდება, Wi-Fi 6 ქსელის გადატვირთვის პრობლემასაც მოაგვარებს და ქსელს კიბერშეტევებისგან უფრო დაცულს გახდის.

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft-მა საკეცი მოწყობილობებისთვის სითხით სავსე სახსარი დააპატენტა

Next Post

Quis Nascetur Aenean Ipsum Vici

Related Posts

მარკ ზაქერბერგის უარის შემდეგ The Guardian-მა ინტერვიუ „ზაქერბოტთან“ ჩაწერა

Facebook-ის შემქმნელმა, მარკ ზაქერბერგმა The Guardian-ს ინტერვიუზე უარი უთხრა, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა „ზაქერბოტი“ შექმნეს და ინტერვიუც მასთან ჩაწერეს.…
გაიგე მეტი

ამერიკელმა ექიმებმა შექმნეს ნეიროქსელი, რომელსაც ადამიანის მოსალოდნელი სიკვდილის დადგენა შეუძლია

ხელოვნურმა ინტელექტმა უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ადამიანის შესაძლო სიკვდილი კარდიოგრამის გაანალიზების შედეგად ზუსტად იწინასწარმეტყველა. აღსანიშნავია, რომ  ამ კარდიოგრამაში…
გაიგე მეტი

ადამიანის ოფლი, როგორც ენერგიის წყარო — ახალი კვლევის შედეგები

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ტარებადი ელექტრონული მოწყობილობებისთვის ენერგიის ერთ-ერთ წყაროდ ოფლის გამოყენება სცადეს. მათ შექმნეს სპეციალური გაჯეტი და…
გაიგე მეტი
Total
0
Share