Wikipedia-ს დამფუძნებელმა ახალი სოც.ქსელი შექმნა

Wikipedia-ს დამფუძნებელმა, ჯიმი უელსმა Facebook-ის და Twitter-ის კონკურენტი სოც.ქსელი წარმოადგინა, რომელიც გამოირჩევა იმით, იგი სრულიად თავისუფალია რეკლამისგან.

WT:Social არანაირ კავშირში არაა Wikipedia-სთან, თუმცა ორივე პლატფორმა ერთი ბიზნეს მოდელით ხელმძღვანელობს.

ელექტრონული ენციკლოპედიის მსგავსად WT:Social მომხმარებლების მცირე ჯგუფის შემოწირულობებით და ყოველგვარი რეკლამის გარეშე იარსებებს. მომხმარებლებს WT: Social-ში სიახლეების ბმულების გაზიარება და მათი განხილვა შეუძლიათ.

სოც.ქსელების ბიზნეს მოდელი აგებულია რეკლამაზე, სადაც მხოლოდ დაბალხარისხიანი კონტენტი იმარჯვებს“— აცხადებს უეილსი. მისივე თქმით, ადამიანები დაიღალნენ სიახლის ბმულის გახსნაზე ორიენტირებული ხელოვნურად გაზვიადებული „ყვითელი“ სათაურებისგან და ე.წ „Fake სიახლეებისგან“.

WT: Social პრიორიტეტს ახალ ბმულებს ანიჭებს და არ უწყობს ხელს მხოლოდ დიდი რაოდენობის ლაიქების მქონე პოსტების ჩვენებას პირველ გვერდზე, როგორც ამას Facebook და Twitter-ი აკეთებენ. გარდა ამისა ახალ პლატფორმას კონტენტის ხარისხის გადამოწმების მხარდაჭერა იქნება, რასაც მომხმარებლები „დადებითი ხმის მიცემით“ უზრუნველყოფენ. ყველაზე კარგი პოსტები კი „რეკომენდებულ“ კადეგორიაში გადაინაცვლებენ.

აღნიშნული სოც.ქსელი ყველასთვის შეუმჩნევლად გასულ თვეში ჩაეშვა და მას უკვე 50 000-ზე მეტი მომხმარებელი ყავს. უეილსის თქმით საიტის მხარდასაჭერად შემოწირულობა 200-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო.

სოციალური ქსელი WT: Social წარმოადგენს Wikitribune-ის მემკვიდრეს, რომელიც „ერთობლივი მუშაობისთვის განკუთვნილ მედიაპლატფორმას“ წარმოადგენდა. უეილსმა Wikitribune-ისთვის კრაუდფანდინგის კამპანია 2017 წელს წამოიწყო, თუმცა მაშინ აღნიშნულმა პროექტმა ინვესტორები ვერ დააინტერესა.

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Google-ი მომხმარებლებს საფინანსო მომსახურებას საკუთარ პლატფორმაზე შესთავაზებს

Next Post

Samsung Galaxy S11: რეჟისორის რეჟიმი და 8K ვიდეოგადაღება

Related Posts

Microsoft-ი Windows 10-ის ტესტირების პროცესს ცვლის

კომპანია Microsoft-მა Windows Insider პროგრამის „ადრეული წვდომის“ არხში მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის ემზადება, რომელიც ახალი ფუნქციების ტესტირების ერთგვარ ბეტა არხად…
გაიგე მეტი

Apple iOS 13.1-ს და iPadOS 13.1-ს უფრო ადრე გამოუშვებს

თუ აქამდე უცნაური იყო iOS 13-ის რელიზიდან 11 დღეში პირველი მინორული განახლება 13.1-ის გამოშვება, Apple-ის ბოლო გადაწყვეტილება უფრო…
გაიგე მეტი

Google Play-ში 30-მდე „ჯაშუში“ აპლიკაცია აღმოაჩინეს

ახალი სათვალთვალო პროგრამული უზრუნველყოფა Android-ის კამერების 30-მდე აპლიკაციაში აღმოაჩინეს, რომლებიც Google Play Store-ში ოფიციალურადაა ხელმისაწვდომი. კიბერუსაფრთხოების ექსპერტები აღნიშნავენ,…
გაიგე მეტი
Total
0
Share