Microsoft-ი Windows 10 v1903-ის მნიშვნელოვანი პატჩის ტესტირებას იწყებს

Windows 10-ის ბოლო განახლების შემდეგ Microsoft-ი ახალ დამატებით კუმულატიურ განახლებას ტესტავს, რომელმაც ოქტომბრის და სექტემბრის განახლებებში დაშვებული შეცდომები უნდა გამოასწოროს.

კორპორაცია Microsoft-მა Windows-ის წინასწარი შეფასების პროგრამის ფარგლებში (Windows Insider) Windows 2019 Update-ზე და Windows 10 November 2019 Update-ზე საცდელი კუმულატიური განახლება უკვე გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ ოპერაციული სისტემის ორივე ვერსია  ერთი და იგივე განახლებებს ერთდროულად იღებს.

Microsoft-ის მიერ Windows 10 May 2019 Update-ისთვის გამოშვებული ახალი 18362.446 ანაწყობი ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის მომდევნო კვირაში გამოვა. აღნიშნული განახლების ცვლილებების ზუსტი ჩამონათვალი ამჟამად უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით მასში Start მენიუსთან და სისტემის ინსტალაციასთან დაკავშირებული ხარვეზი გამოსწორდება.

Windows 10-ის ნოემბრის განახლებაში (ვერსია 1909) გამოსწორდება Start მენიუსთან და ბეჭდვასთან დაკავშირებული ხარვეზები. მასში ასევე წარმოდგენილი იქნება ფაილების მენეჯერის ძიების ახალი შესაძლებლობები, გაუმჯობესებული წარმადობა „რჩეული ბირთვების“ მეშვეობით და სხვა ციფრული ასისტენტების მხარდაჭერა ბლოკირების ეკრანზე.

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Tincidunt Eget Integer Quisque Cum Donec Quam Et Tellus Venenatis Sit Aenean

Next Post

როგორ შეცვლის Google-ის კვანტური აღმატებულობა ჩვენს ცხოვრებას

Related Posts

Apple-ის საკრედიტო ბარათს ქალების მიმართ დიკსრიმინაციაში ადანაშაულებენ

ერთ-ერთმა ამერიკულმა ფინანსურმა ორგანიზიამ Apple Card-თან დაკავშირებული საჩივრების განხილვა დაიწყო. Apple Card-ის მომხმარებელთა თქმით აღნიშნულ ბარათზე ქალებისა და…
გაიგე მეტი

თამაში Plague Inc. ბიოლოგიის უკრაინულ სასკოლო სახელმძღვანელოში

უკრაინული ბიოლოგიის მე-11 კლასის სახელმძღვანელოში სკოლის მოსწავლეებს  Plague Inc-ის თამაში მოუწევთ. უჩვეულო საშინაო დავალება ვირუსების შესწავლას ემსახურება. Plague…
გაიგე მეტი

ევროკავშირი სთრიმინგ სერვისებს ვიდეოს ხარისხის შემცირებას სთხოვს

ევროკომისია კარანტინის დროს ქსელზე გაზრდილი დატვირთვით გამოწვეული მოსალოდნელი შეფერხების პრევენციისთვის სთრიმინგ სერვისებს თხოვნით მიმართავს. ევროკავშირი სთრიმინგ სერვისებს ვიდეო…
გაიგე მეტი
Total
0
Share