Windows Core OS ქსელში კიდევ ერთხელ შეამჩნიეს

ინფორმაცია Windows Core OS-ის შესახებ ქსელში უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდება. ჭორების თანახმად Microsoft-ის ახალი ოპერაციული სისტემა ორი ეკრანის მქონე მობილურ მოწყობილობებზეა გათვლილი, რაც კომპანიის ოფიციალური დოკუმენტაციიდანაც დასტურდება. დღეს კი აღნიშნული სისტემა უკვე Geekbench-ზეც შეამჩნიეს.

ბოლო ჭორების თანახმად Windows Core OS წარმოადგენს ოპერაციულ სისტემას, რომელიც ორეკრანიან  და სხვა, არასტანდარტული ფორმ-ფაქტორის მოწყობილობებზე იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობის გამოჩენას ტექნოლოგიური სამყარო 2 ოქტომბერს, Microsoft-ის მიერ ნიუ-იორკში დაგეგმილ ღონისძიებაზე ელოდება. გავრცელებული ვერსიის თანახმად Windows Core OS იქნება Windows 10-ზე დაფუძნებული მოდულებისგან შემდგარი ოპერაციული სისტემა ადაპტირებული გარსით, რომელიც გარდაქმნის ინტერფეისს ნებისმიერი ზომის ეკრანზე, იქნება ეს საკეცი ჯიბის კომპიუტერი, Surface Hub თუ ჭკვიანი საათი.

დღეს Geekbench-ის მე-5 ვერსიაში დაფიქსირდა ვირტუალური მანქანა, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები Windows Core OS-ის 64-ბიტიან ვერსიაზე მუშაობდა. სისტემის შეფასება დაბალია, რაც ოპერაციული სისტემის ემულაციის პირობებში გაშვებით აიხსნება.

Windows Core OS შესაძლოა ოქტომბრის ღონისძიებაზე ვიხილოთ

Microsoft-ი უცნობი Windows Core OS-ის არსებობასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომპანია ახალ ოპერაციულ სისტემას 2 ოქტომბერს, Surface მოწყობილობებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოგვიდგენს.

ვარაუდობენ, რომ Windows Core OS-თან ერთად კომპანია ორეკრანიან Surface მოწყობილობას და Windows-ის შედარებით მსუბუქ, Lite ვერსიასაც წარმოადგენს.

2 ოქტომბრის პრეზენტაციის ყურება შეგიძლიათ Microsoft-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ტრადიციულად, MSinfo-სთან ერთად ამ საინტერესო პრეზენტაციის დიდ ეკრანზე პირდაპირ ეთერში ყურების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. თბილისში ღონისძიების ჩატარების დეტალები უკვე ცნობილია.

ლოკაცია— ტექნოპარკი, ინოვაციების ქ.7.

შეკრების დრო: 17:00

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft-მა Release Preview არხით Windows 10 19H1-ზე 18362.385/19H2-ზე 18363.385 ანაწყობები გამოუშვა

Next Post

Microsoft-ი Project xCloud-ის საჯარო ტესტირებას სამ ქვეყანაში იწყებს

Related Posts

33 წლის განმავლობაში პირველად გამოფენა MWC ჩაიშალა

თანამედროვე ტექნოლოგიების უმსხვილესი გამოფენა MWC 2020 ჩაიშალა. ორგანიზატორებმა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის შემდეგ მიიღეს, რაც ტექნოლოგიურმა კომპანიებმა  ღონისძიების ფარგლებში…
გაიგე მეტი

Microsoft Build 2020 მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ჩატარდება

კომპანია Microsoft-მა მაისში დაგეგმილი ყოველწლიური დეველოპერული კონფერენცია Build 2020 გააუქმა. მის ნაცვლად, როგორც სხვა შემთხვევებში მხოლოდ ონლაინ კონფერენცია…
გაიგე მეტი

Windows 10X — ოპერაციული სისტემის ახალი ხედვა

2 ოქტომბერს  Microsoft-მა Surface მოწყობილობებისთვის მიძღვნილი პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელზეც ახალ მოწყობილობებთან ერთად ჩვენ ახალი ოპერაციული სისტემა, უფრო სწორად,…
გაიგე მეტი
Total
0
Share