Microsoft-მა Release Preview არხით Windows 10 19H1-ზე 18362.385/19H2-ზე 18363.385 ანაწყობები გამოუშვა

კომპანია Microsoft-მა Windows 10 19H1-ზე 18362.385 და 19H2 -ზე 18363.385 ანაწყობები (KB4517211) გამოუშვა. სტატია ატარებს ტექნიკურ ხასიათს.

  •  Release Preview არხზე მყოფი ინსაიდერები, რომლებიც 19H1-ზე 18362.329 ანაწყობს იყენებენ, 19H1 18362.385-ს მიიღებენ;
  •  Release Preview არხზე მყოფი ინსაიდერები, რომლებიც 19H2-ზე 18363.329 ანაწყობს იყენებენ, 19H2 18363.385-ს მიიღებენ;

შეგახსენებთ, რომ 19H1 და 19H2 ერთი და იმავე სერვის-კონტენტს და შესაბამისად იდენტურ დაგროვებით განახლებებს იღებენ.

19H2-ზე მოსული აღნიშნული განახლება Slow წრის ინსაიდერებმაც მიიღეს.

სიახლეები

  • აქამდე Windows-ის კონტეინერები ჰოსტისა და კონტეინერის იდენტურ ვერსიებს ითხოვდნენ, რის შედეგადაც როგორც კლიენტებს, ისე კონტეინერებს ეზღუდებოდათ შერეული ვერსიების მქონე კონტეინერებით მუშაობის სცენარის მხარდაჭერა. განახლებამ აღნიშნული შეზღუდვა გამოასწორა, რის შედეგადაც ჰოსტს პროცესის იზოლირებისთვის (Argon) შესაძლებლობა აქვს მაღალი დონის კონტეინერიდან დაბალი დონის კონტეინერი გამოიყენოს.
  • ფუნქცია Key-rolling ან Key-rotation  MDM-ის მართვის ქვეშ მყოფ AAD-მოწყობილობებსა და BitLocker-ით დაცულ დისკებზე პაროლის აღდგენის პროცესს უფრო დაცულს ხდის.
  • Windows 10-ზე ბლოკირების ეკრანის რეჟიმში სხვა ხმოვანი ასისტენტების გამოძახების შესაძლებლობა გამოჩნდა.
  • კალენდარში შეხვედრის ან ნებისმიერი სხვა აქტივობის ჩანიშვნა პირდაპირ ამოცანების პანელიდან გამოძახებულ კალენდარში იქნება შესაძლებელი.

  • Microsoft-მა Windows 10-ის პერსონალიზაციის პარამეტრებში „მეგობრული“ მიმანიშნებელი გამოსახულებები დაამატა, რითაც უფრო მარტივად გაარჩევთ კონკრეტული პარამეტრის ცვლილებას სისტემის ინტერფეისში.

 

  • ამიერიდან Windows 10 კონკრეტული აპლიკაციიდან/ვებ-გვერდიდან Push-შეტყობინებების გათიშვის შესაძლებლობას პირდაპირ ბანერიდან ან ე.წ Action Center-იდან გაძლევთ.
  • Microsoft-მა სისტემაში Intel-ის ახალი პროცესორების შემოწმების დამატებითი ფუნქცია დაამატა, რაც ძირითადად OEM-მწარმოებლებისთვის იქნება საინტერესო.
  • Microsoft-მა კონკრეტულ პროცესორებზე მომუშავე კომპიუტერებში ენერგოეფექტურობისა და ავტონომიური მუშაობის დროის გაუმჯობესებას მიაღწია.
  • პროცესორს ამიერიდან შეიძლება „რჩეული“ ბირთვები ქონდეს. წარმადობისა და სტაბილურობის გაუმჯობესებისთვის კომპანიამ ოპერაციულ სისტემაში ე.წ „როტაციის“ პოლიტიკა გაააქტიურა, რომელიც უფრო სამართლიანად ანაწილებს დატვირთვას პროცესორის პრივილეგირებულ ლოგიკურ ბირთვებს შორის.
  • Microsoft-მა Windows Defender Credintial Guard-ი ARM64 მოწყობილობებზეც გაააქტიურა.
  • Microsoft-მა Windows 10 in S Mode-ის ორგანიზაციებში პოპულარიზაციის მიზნით Intune-დან წინასწარ შერჩეული Win32 პროგრამების გაშვების უფლების მინიჭების შესაძლებლობა დაამატა.
  • Microsoft-მა შშმ პირებისთვის განკუთვნილ რეჟიმში რამდენიმე გაუმჯობესება შეიტანა. მათ შორისაა FN ღილაკის განლაგების შესახებ, ასევე მისი მდგომარეობის (ჩართული/გამორთული) შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასეთი ტიპის მომხმარებლებისთვის.

შენიშვნა: Microsoft-ი 19H2 განახლებას Release Preview რგოლში მყოფი Windows Insider-ების მხოლოდ 10%-ს აწვდის.

შეგახსენებთ, რომ Windows-ის წინასწარი შეფასების პროგრამის (Windows Insider) ფარგლებში გამოსული ანაწყობები განკუთვნილია ტესტირებისთვის და შესაძლოა შეიცავდეს ბევრ არასტაბილურობას. გთხოვთ სისტემის სატესტო ანაწყობები არ დააყენოთ თქვენს პირად და სამუშაო კომპიუტერებზე. ტესტირების პროცესში არ დაგავიწყდეთ სისტემის სარეზერვო ასლის შექმნა. წარმატებები.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Xiaomi-მ უჩვეულო სმარტფონი Mi Mix Alpha წარმოადგინა

Next Post

Windows Core OS ქსელში კიდევ ერთხელ შეამჩნიეს

Related Posts

Apple iOS 13.1-ს და iPadOS 13.1-ს უფრო ადრე გამოუშვებს

თუ აქამდე უცნაური იყო iOS 13-ის რელიზიდან 11 დღეში პირველი მინორული განახლება 13.1-ის გამოშვება, Apple-ის ბოლო გადაწყვეტილება უფრო…
გაიგე მეტი

საახალწლოდ iCloud-მა დატვირთვას ვერ გაუძლო

MacRumors-ის ინფორმაციით, Apple-ის ღრუბლოვანი სერვისის, iCloud-ის ნაწილმა, რომელიც ახალი მოწყობილობების აქტივაციისთვის გამოიყენება, საახალწლო დატვირთვას ვერ გაუძლო. მომხმარებელთა ნაწილი,…
გაიგე მეტი

პროგრამისტის საერთაშორისო დღე. ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ IT-დღესასწაულზე

კალენდარში კიდევ გვაქვს რამდენიმე IT დღესასწაული, ესენია: ინფორმაციის დაცვის საერთაშორისო დღე (30 ნოემბერი) და პირველი პროგრამისტი ქალის დაბადების…
გაიგე მეტი
Total
0
Share