Windows Insider: Fast Ring-ზე 18970 ანაწყობი გამოვიდა

Windows-ის წინასწარი შეფასების პროგრამის ფარგლებში გამოვიდა ანაწყობი ნომრით 18970, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მიიღო. ანაწყობის ინსტალაციის შემდეგ ინსაიდერბს სისტემა 18970.1005 დაგროვებითი განახლების დაყენებას შესთავაზებს, რაც სინამდვილეში ახალ ანაწყობში დაგროვებითი განახლების გავრცელების ახალი სისტემის ტესტირებას ემსახურება.

რა არის ახალი 18970-ში

ჰიბრიდული კომპიუტერებისთვის განკუთვნილი პლანშეტური რეჟიმი

ოპერაციულ სისტემაში სრულიად ახალი პლანშეტური რეჟიმის ბეტა-ვერსია გამოჩნდა, რომელიც სენსორული მართვის მქონე კომპიუტერებისთვის შეიქმნა. პრაქტიკაში რეჟიმი სამუშაო დაფის სტანდარტულისგან არაფრით განსხვავდება, მაგრამ აქვს რამდენიმე ოპტიმიზაცია, რაც სენსორულ ეკრანთან მუშაობას ამარტივებს. ასეთ რეჟიმში გადასვლისას ოპერაციული სისტემის ინტერფეისი შემდეგნაირად გადაეწყობა:

  • ამოცანების პანელში გაიზრდება მალსახმობებს შორის არსებული სივრცე.
  • ამოცანების პანელში ძიების ველი ერთ მალსახმობში შეიკეცება.
  • ფაილების მენეჯერის ინტერფეისი სენსორულ რეჟიმში მუშაობისთვის განკუთვნილ რეჟიმში გადავა.
  • სენსორული კლავიატურა ავტომატურად გააქტიურდება იქ, სადაც საჭიროა ტექსტის აკრეფა.

ამასთანავე დეველოპერებმა Windows-ის პარამეტრების პლანშეტური რეჟიმის განყოფილებაშიც შეიტანეს რამდენიმე ცვლილება.

ამჟამად ახალი პლანშეტური რეჟიმი ინსაიდერების მხოლოდ ერთი ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი. Microsoft-ი ცვლილებას ეტაპობრივად, უკუკავშირისა და პოზიტიური გამოხმაურების შესაბამისად გაავრცელებს.

აღდგენის რეჟიმის გაუმჯობესება

სისტემის ღრუბლებიდან აღდგენა

2015 წელს Windows 10-ის ერთ-ერთ სიახლედ სისტემის არსებული ფაილებით გადაყენების შესაძლებლობა იქცა. ასეთი სახით მომხმარებლებს აღარ ესაჭიროებოდათ მყარ დისკზე ადგილის დარეზერვება სისტემური ფაილების შენახვის მიზნით. მომხმარებლები დიდიხანია ელოდებიან Windows-ის ინტერნეტიდან აღდგენის შესაძლებლობას, როგორც ეს macOS-ზეა. როგორც იქნა, 18970-ში თქვენ ეს უკვე შეგიძლიათ.

გაითვალისწინეთ: სისტემის აღდგენა ითვალისწინებს სისტემაში არსებული ყველა აპლიკაციისა თუ პროგრამის წაშლას. გარდა ამისა, თუ მომხმარებელი დისკის გაწმენდის ოფციას აირჩევს, სისტემა ყველა სამომხმარებლო ფაილსაც წაშლის.

ღრუბლებიდან აღდგენის დროს სისტემა გადმოიწერს და დააინსტალირებს იგივე ანაწყობს, იგივე ვერსიას და იგივე რედაქციას, რასაც აქამდე იყენებდით. ფუნქცია თავსებადია ყველა Windows 10-ზე მომუშავე მოწყობილობასთან.

ცნობილი ხარვეზები:

სისტემის ღრუბლებიდან აღდგენა არ იმუშავებს იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სისტემის გარკვეული კომპონენტები აქვს გააქტიურებული. ამ დროს პროცესი დასრულდება შეცდომით და Windows 10 წინამდებარე მდგომარეობას დაუბრუნდება. პროცესის წარმატებით ბოლომდე მისაყვანად, გთხოვთ სისტემაში გათიშოთ შემდეგი კომპონენტები: EMS and SAC Toolset for Windows 10, IrDA, Print Management Console, RAS Connection Manager Administration Kit (CMAK), RIP Listener, RSAT, Simple Network Management Protocol (SNMP), Windows Fax and Scan, Windows Storage Management, Wireless Display, WMI SNMP Provider.

ზოგადი ცვლილებები და გაუმჯობესება-შესწორებები

  • გამოსწორებულია წინა ანაწყობებში აღმოჩენილი DWM მეხსიერების ხარვეზი.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც Linux-ის დისტრიბუტივები არ იტვირთებოდა.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც ავარიულად ასრულებდა მუშაობას Isass.exe პროცესი, რაც ოპერაციული სისტემის თავიდან ჩატვირთვას მოითხოვდა.
  • გამოსწორებულია პარამეტრებში არსებული საძიებო ველის ხარვეზი.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც სისტემა სიკვდილის მწვანე ეკრანით ასრულებდა მუშაობას (შეცდომის კოდით BTHport.sys).
  • Windows-ი ამიერიდან რეგულარულად შეგახსენებთ ფაილების სარეზერვო ასლის შექმნის საჭიროებას. შეხსენების გათიშვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
  • დეველოპერები სისტემის ინტერფეისში Acrylic ეფექტის შენელებული მუშაობის გამოსწორებაზე მუშაობენ. ასევე უკვე გამოსწორდა ინტერფეისის სხვა შეცდომები, რომლებიც ვლინდებოდა Start მენიუში, ხმის მარეგულირებელი, ქსელის პარამეტრები, შეტყობინებები და საათის/კალენდრის ინტერფეისი.
  • გაუმჯობესდა ეკრანის გამადიდებლის მუშაობა.

ცნობილი ხარვეზები

  • თამაშები, რომლებშიც დეველოპერებმაც არ განაახლეს ჩაშენებული ე.წ „ჩითინგის“ საწინააღმდეგო სისტემა, სიკვდილის მწვანე ეკრანს იწვევენ.
  • არ მუშაობს Realtek-ის ბარათის წამკითხველის რამდენიმე მოდელი.
  • ზოგ აპლიკაციაში არ მუშაობს ფანჯრის ჩაკეცვის, სრულ ეკრანზე გაშლისა და დახურვის ღილაკები. ამისთვის გამოიყენეთ Alt + F4 კომბინაცია.

წყარო: Windows-ის ოფიციალური ბლოგი.

შენიშვნა: შეგახსენებთ, რომ Windows-ის წინასწარი შეფასების პროგრამის (Windows Insider) ფარგლებში გამოსული ანაწყობები განკუთვნილია ტესტირებისთვის და შესაძლოა შეიცავდეს ბევრ არასტაბილურობას. გთხოვთ სისტემის სატესტო ანაწყობები არ დააყენოთ თქვენს პირად და სამუშაო კომპიუტერებზე. ტესტირების პროცესში არ დაგავიწყდეთ სისტემის სარეზერვო ასლის შექმნა. წარმატებები.

 

 

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Surface Pro 7-ს ერთ-ერთ ვერსიას 5G ქსელის მხარდაჭერა ექნება

Next Post

Netflix-მა ბილ გეიტსის შესახებ დოკუმენტური ფილმის თრეილერი გამოუშვა

Related Posts

ინტერნეტ მომხმარებელთა ნაწილს მომსახურება შეფერხებით მიეწოდება

დაახლოებით ერთი საათის წინ მაგთიკომის აბონენტებს ინტერნეტის მოხმარებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ხარვეზი ფიქსირდება ასევე ბილაინის მობილურ ინტერნეტზე. კომპანიის…
გაიგე მეტი

რა ვიცით ახალი ვირუსის შესახებ: ბოლო მონაცემები

ჩინური კორონავირუსის, იგივე ვუჰანის გრიპის მსხვერპლთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით ამჟამად დაინფიცირების  440-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის…
გაიგე მეტი

საახალწლოდ iCloud-მა დატვირთვას ვერ გაუძლო

MacRumors-ის ინფორმაციით, Apple-ის ღრუბლოვანი სერვისის, iCloud-ის ნაწილმა, რომელიც ახალი მოწყობილობების აქტივაციისთვის გამოიყენება, საახალწლო დატვირთვას ვერ გაუძლო. მომხმარებელთა ნაწილი,…
გაიგე მეტი
Total
0
Share