Microsoft-მა Windows Terminal Preview 1909 გამოუშვა

Microsoft-მა Windows Terminal 1909-ის საცდელი ვერსია გამოუშვა. აღნიშნული რელიზით გაირკვა, რომ Terminal-ის ვერსიები Windows-ის იდენტური იქნება. ახალი ვერსია კი უკვე ხელმისაწვდომია Microsoft Store-სა და GitHub-ზე.

Terminal 1909-ში ახალი Cascadia Code ფონტი გამოჩნდა, რომელიც Microsoft-მა გასულ კვირაში გამოაქვეყნა.

Windows Terminal-ს ამიერიდან profiles.json ფაილის რედაქტირებისას ავტომატური შევსების  და ტექსტის სტილუსით გამოყოფის მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა Alt+F4 კომბინაციამ ტერმინალის ფანჯრის დახურვის ფუნქცია შეიძინა. თუ მომხმარებელს ტერმინალში რამდენიმე ჩანართი აქვს გახსნილი, დახურვის კომბინაციის გამოყენებისას აპლიკაცია მხოლოდ ერთი ჩანართის ან სრულად ფანჯრის დახურვას შორის არჩევანს შემოგთავაზებთ.

Windows Terminal 1909-ში დეველოპერებმა რამდენიმე შეცდომა გამოასწორეს, როგორებიცაა აპლიკაციის გათიშვა ტექსტის კოპირების მცდელობისას. ასევე გაუმჯობესდა HTML თეგების ტექსტში კოპირების გამოცდილება.

Windows Terminal 1909-ის რელიზთან ერთად დეველოპერებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. 1.0 ვერსიის ფუნქციური ნაწილის დასრულება 2019 წლის ბოლომდე იგეგმება, რის შემდეგაც დეველოპერები რამდენიმე თვეს ხარვეზებისა და შეცდომების შესწორებას დაუთმობენ. ფინალური ვერსიის რელიზი 2020 წლის აპრილის თვეში შედგება. ახალი ტერმინალის განახლება 4 კვირაში ერთხელ გამოვა. აქედან პირველი ორი კვირა დეველოპერები ახალი ფუნქციების და გაუმჯობესების კოდს დაწერენ/შეასწორებენ, შემდეგ ერთ კვირას ისინი ხარისხს და სტაბილურობას შეამოწმებენ და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რელიზისთვის საჭირო შემაჯამებელ სამუშაოებს ჩაატარებენ. Windows Terminal-ის განვითარების გზამკვლევი და ოფიციალური დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ GitHub-ზე.

Windows Terminal-ის გადმოწერა Microsoft Store-დან

Windows Terminal-ის გადმოწერა GitHub-დან

Total
0
Shares
1 comment
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft-ი Project xCloud-ის საჯარო ტესტირებას სამ ქვეყანაში იწყებს

Next Post

ხელოვნური ინტელექტი ქვეყნის სამსახურში: რისკები და შესაძლებლობები

Related Posts

Google-მა თანამშრომლებს სამსახურში პოლიტიკაზე საუბარი აუკრძალა

კომპანია Google-მა საკუთარი თანამშრომლებისთვის ურთიერთობის ახალი წესები შეადგინა. წესების თანახმად თანამშრომლებს სამსახურში პოლიტიკაზე და პოლიტიკასთან დაკავშირებული ახალი ამბების…
გაიგე მეტი

კრიპტოვალუტა, რომლის კურსი კორონავირუსის გავრცელებაზეა დამოკიდებული

დეველოპერებმა ახალი კრიპტოვალუტა, CoronaCoin-ი შექმნეს, რომლის კურსიც კორონავირუსით გამოწვეულ ახალი გარდაცვალების შემთხვევებთან ერთად იზრდება, წერს Reuters-ი. ახალი კრიპტოვალუტა…
გაიგე მეტი

Twitter-მა სახელისუფლებო მედიის რეკლამა აკრძალა

კომპანიაში არ განმარტავენ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ სახელისუფლებო მედიას არ ეზღუდება სხვა არცერთი შესაძლებლობა, რომელსაც Twitter-ი…
გაიგე მეტი
Total
0
Share