Android სმარტფონებზე „უკვდავი“ Trojan ტიპის ვირუსი ვრცელდება

კომპანია Symantec-ის სპეციალისტები ავრცელებენ ინფორმაციას ახალი მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ. Xhelper-ი ყოველდღიურად სულ უფრო მეტ Android მოწყობილობას აინფიცირებს.

Trojan ტიპის ვირუსი პირველად 2019 წლის მარტში შეამჩნიეს. ამ დროის შემდეგ ის საგრძნობლად „მოძლიერდა“. დაინფიცირების წყარო — გადამისამართება საეჭვო ვებ-გვერდებზე, სადაც მომხმარებელს Android-ისთვის განკუთვნილი აპლიკაციები ხვდება. აპლიკაციის გადმოწერის და გაშვების შემდეგ იგი ძირითად სერვისად რეგისტრირდება, რითაც მეხსიერების გადავსების შედეგად მისი გათიშვის ალბათობა მინიმუმამდე მცირდება.

Xhelper-ის მიზანი მარტივია: შეაწუხოს სმარტფონის მფლობელი გაუთავებელი რეკლამის და სპამ შეტყობინებების ჩვენებით. ყველა გზა მიდის Play Store-მდე, საიდანაც თქვენ იძულებულები ხდებით დააყენოთ ესა თუ ის აპლიკაცია. თითო გადმოწერიდან Xhelper-ის შემქმნელები კი გარკვეულ მატერიალურ მოგებას იღებენ.

Trojan-ის ტიპის ვირუსმა 45 000-ზე მეტი სმარტფონი დააინფიცირა და ყოველთვიურად ეს რიცხვი საშუალოდ 2400 მოწყობილობით იზრდება. დაინფიცირებული მოწყობილობების უდიდესი ნაწილი ინდოეთში, აშშ-სა და რუსეთში დაფიქსირდა.

სამწუხაროდ Xhelper-ის წაშლა შეუძლებელია, რადგან სისტემაში იგი ცალკე, ავტონომიურ სერვისად რეგისტრირდება. ამ დროს ვერც აპლიკაციის წაშლა და ვერც სმარტფონის ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება და მონაცემების სრული წაშლა ვერ გიშველით.

ამჟამად მავნე კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელების პირველწყარო დადგენილი არ არის. როგორც აღმოჩნდა, Xhelper-ი კონკრეტული მწარმოებლის სმარტფონებს უტევს. რომელ მწარმოებელზეა საუბარი? ჯერ-ჯერობით არც ეს ვიცით.

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Twitter-მა პოლიტიკური რეკლამა სრულად აკრძალა

Next Post

Microsoft-მა PowerToys-ში ფაილების ერთიანი გადარქმევის ფუნქცია დაამატა

Related Posts

ცნობილია შესაძლო ლოკაცია, საიდანაც ქართულ ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

დღეს დილიდან საქართველოს სამთავრობო, საპრეზიდენტო თუ საინფორმაციო/სამომხმარებლო საიტებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. ჰაკერმა (ან ჰაკერების ჯგუფმა) დიფეისის სახით საიტებზე…
გაიგე მეტი

ჰაკერებმა 2010 წლის შემდეგ გამოშვებულ ყველა iPhone-ში უსაფრთხოების კრიტიკული ხარვეზი აღმოაჩინეს

A5— A11 ჩიპებზე მომუშავე iOS მოწყობილობებში უსაფრთხოების კრიტიკული ხარვეზი აღმოაჩინეს, რომელიც iPhone 4S-დან iPhone 8/iPhone X-ის ჩათვლით Apple-ის…
გაიგე მეტი

ფიშინგ მეილების გამოვლენის ქართული სისტემა — ჰიპერიონი

კიბერუსაფრთხოება თითოეულ ქვეყანაში განსხვავებული სისწრაფითა და სპეციფიკით ვითარდება. ყოველი ქვეყანა ამ მიმართულებით ცდილობს წარმოადგინოს ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც ქვეყნის…
გაიგე მეტი
Total
0
Share