Xiaomi-ს ახალი უსადენო დამტენი მოწყობილობებს რამდენიმე მეტრის რადიუსში დამუხტავს

ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ახალი უსადენო დამუხტვის ტექნოლოგია, Mi Air Charge წარმოადგინა, რომელიც ტექნიკას რამდენიმე მეტრის რადიუსში დამუხტავს. კომპანიის განცხადებით, ახალ უსადენო დამტენს ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის დამუხტვის შესაძლებლობა ექნება, ხოლო ფიზიკური ბარიერები ამას ხელს ვერ შეუშლის.

Xiaomi-ს განცხადებით, ტექნოლოგია სმარტფონებთან ერთად, ჭკვიან საათებსა და ფიტნეს ტრეკერებსაც დამუხტავს.

უსადენო დისტანციური დამტენის სიმძლავრე 5 ვტ-ს აღწევს და იგი შემდეგი პრინციპით მუშაობს: დამტენი აღჭურვილია 5 ანტენით, რომლებიც მოწყობილობის ზუსტ მდებარეობას ადგენენ. მილიმეტრიანი დიაპაზონის ტალღები პირდაპირ მოწყობილობისკენ გაიგზავნება. რა თქმა უნდა, მიმღებ მოწყობილობას ამისთვის შესაბამისი მიმღები უნდა ქონდეს. ბადისებრი მიმღები 14 ანტენისგან შედგება, რომელიც მილიმეტრიანი დიაპაზონის სიგნალს ენერგიად გარდაქმნის.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ წელს გამოსულ მოწყობილობებს ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერა არ ექნებათ. Xiaomi-ს ახალი დამტენის გამოშვების ზუსტი თარიღიც არ დაუსახელებია.

Total
0
Shares
Previous Post

ატლანტის ოკეანე ყოველწლიურად ფართოვდება

Next Post

Microsoft-მა, დისტანციური სამუშაო პროცესების გასამარტივებლად, პლატფორმა Viva წარმოადგინა

Related Posts

Siri-ზე მომუშავე ქვედანაყოფის ხელმძღვანელი Microsoft-ში გადავიდა

Apple-ის ხმოვან ასისტენტ Siri-ზე მომუშავე ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა, ბილ სთეზიორმა კუპერტინოს ოფისი 2019 წლის მაისში დატოვა და დღეს ის…
გაიგე მეტი

ამერიკელმა ექიმებმა შექმნეს ნეიროქსელი, რომელსაც ადამიანის მოსალოდნელი სიკვდილის დადგენა შეუძლია

ხელოვნურმა ინტელექტმა უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ადამიანის შესაძლო სიკვდილი კარდიოგრამის გაანალიზების შედეგად ზუსტად იწინასწარმეტყველა. აღსანიშნავია, რომ  ამ კარდიოგრამაში…
გაიგე მეტი

Project Silica— ინფორმაციის მინაზე ჩაწერის ტექნოლოგია

კომპანია Microsoft-მა დეველოპერულ კონფერენცია Ignite-ზე საინტერესო ტექნოლოგია წარმოადგინა— Project Silica. აღნიშნული ტექნოლოგია მონაცემების კვარცის მინაზე შენახვის შესაძლებლობას გვაძლევს.…
გაიგე მეტი
Total
0
Share