XIX საუკუნის ქოლერის ეპიდემია და კორონავირუსის პანდემია — პროტესტი და შეთქმულების თეორიები

მე-19 საუკუნის ლონდონი შეგვიძლია ერთ დიდ ტუალეტს შევადაროთ. 1780 — 1860 წლებში, ქალაქის მოსახლეობა 750 000-დან 3 მილიონამდე გაიზარდა. ამის გამო საკანალიზაციო სისტემამ დატვირთვას უბრალოდ ვერ გაუძლო, რადგან ქალაქის რაიონების უდიდეს ნაწილში ის საერთოდ არ არსებობდა. ეს პრობლემა ქალაქის დღის წესრიგში 1866 წლამდე იდგა. ასეთი სახით, ქალაქის ნარჩენები მდინარე ტემზაში ან ქალაქის ჭებთან, სპეციალურ თხრილებში ხვდებოდა.

ტუალეტად ქცეული მდინარე ტემზის წყალს ხალხი საბანაოდ და სასმელადაც კი იყენებდა. სულაც არაა საჭირო სამედიცინო დარგის ექსპერტები ვიყოთ, რომ მივხვდეთ, თუ რამდენად ცუდი იდეა იყო ეს. ამის შედეგად ქალაქი მყრალმა სუნმა მოიცვა, რასაც ქოლერის ეპიდემია მოყვა.

ქოლერის გამოჩენიდან მრავალი წელი გავიდა იმ მომენტამდე, სანამ კაცობრიობა დაავადებასა და დაბინძურებულ წყალს შორის კავშირს დაინახავდა.

როგორც ყველა ახალი დაავადების გამოჩენის დროს ხდება, ქოლერის ჭეშმარიტი მიზეზის დადგენამდე ყველა ადამიანი ეპიდემიის გამომწვევი მიზეზების საკუთარ ვერსიებს ახმოვანებდა. მაშინვე გაჩნდა შეთქმულების თეორიები, მათ შორის იმის შესახებ, რომ თითქოს დაავადება უფრო სწრაფად შედარებით ღარიბ რაიონებში ვრცელდებოდა, რადგან მდიდრებს ასე აწყობდათ. კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ღმერთი სჯიდა.

სანამ დავიწყებთ იმის განხილვას, თუ როგორი უცოდინრები იყვნენ მე-19 საუკუნის მკვიდრნი, მივაქციოთ ყურადღება ადამიანების ქცევას დღეს, როცა მსოფლიო კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში ცხოვრობს. ისტორიკოსმა და ვიქტორიანული პერიოდის შესახებ ბესტსელერების ავტორმა, ჯუდით ფლანდერსმა ამ ორ ამბავს შორის ბევრ მსგავსება დაინახა.

“1832 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში მსხვილ ქალაქებში ქოლერასთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლები არ წყდებოდა. არეულობის დასაწყისში საზოგადოების ღარიბი ნაწილი საერთოდ არ იჯერებდა დაავადების არსებობას და მიიჩნევდა, რომ ეს მთავრობის მორიგი ტყუილი იყო, რომელიც უბრალო ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებისთვის იქნა მოგონილი”, — აღნიშნულია რუთ რიჩარდსონის წიგნში.

დაავადებას მდიდრებიც აყენებდნენ ეჭვქვეშ. მაგალითად, სანდერლენდელი ბიზნესმენების ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ისინი ქოლერის ეპიდემიას “ჩვეულ ნაწლავურ დაავადებებს” უკავშირებდნენ, რომლებიც ყოველწლიურად, აქამდეც ვლინდებოდა. ბიზნესმენების თქმით, ქოლერით გამოწვეული სიკვდილიანობა არ აღემატებოდა იმ მაჩვენებლებს, რომლებიც სხვა წლებში, ქოლერეამდე ფიქსირდებოდა.

ფლანდერსი აღნიშნავს, რომ იმდროინდელი ოქსფორდის ჯანდაცვის საბჭო ეპიდემიის გამწვავებაზე სრულ პასუხისმგებლობას რიგით ადამიანებს აკისრებდა და საკუთარ შეცდომებს კატეგორიულად უარყოფდა.

“ყველა ლოთის, უგუნურისა და გართობის მოყვარულების, ორივე სქესის წარმომადგენელთა საყურადღებოდ! სიკვდილი და სიმთვრალე ხელიხელ ჩაკიდებულები არიან. სიკვდილი, საკუთარი ზუსტი გასროლით ანადგურებს ყველას, ვინც თავშეუკავებლობითა და განცხრომით გამოირჩევა”, — ეწერა მთავრობის ერთ-ერთ განცხადებაში.

ინგლისში, ქოლერის ეპიდემია ათწლეულების განმავლობაში მძვინვარებდა — დაავადებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

“ეპიდემია შეწყდა მაშინ, როცა ტემზას აუტანელმა სიმყრალემ პარლამენტის შენობას მიაღწია. შედეგად, სულ რაღაც 18 დღეში შეწუხებულმა პარლამენტმა გამოყო ბიუჯეტი ახალი საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად”, — აღნიშნავს ისტორიკოსი.

Total
0
Shares
Previous Post

ჩინეთში რობოტებმა იკამათეს — “თავი დრამის დედოფალი ნუ გგონია”

Next Post

Microsoft Edge-ში ისტორიის და გახსნილი ჩანართების სინქრონიზაცია გამოჩნდა

Related Posts

მეცნიერები, COVID-19-ის წინააღმდეგ ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკლევრებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომელიც კორონავირუსის მუტაციის საფრთხეს შეამცირებს და ვაქცინის შემუშავების პროცესს დააჩქარებს. კვლევის…
გაიგე მეტი

ისრაელში COVID-19-ის ხმით ამოცნობაზე მუშაობენ

კვლევა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო სტარტაპ Vocalis-თან ერთად აწარმოებს, მიზანია ინფიცირებული პაციენტების ხმაში იპოვონ მარკერი, რომელიც კორონავირუსის გამოვლენას…
გაიგე მეტი

ებოლას ახალი შემთხვევები გვინეასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ ბუტემბოში ებოლას ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას Forbes ავრცელებს. ქალაქ ბუტემბოში 350 000-ზე…
გაიგე მეტი
Total
0
Share