Your Phone-ში Windows 10-ზე მალე სატელეფონო ზარების ფუნქცია გამოჩნდება

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მარტში ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ Windows 10-ის სმარტფონთან სინქრონიზაციის აპლიკაცია Your Phone-ში სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა გამოჩნდებოდა.

გუშინ ერთ-ერთი ინსაიდერის ტვიტერზე გამოქვეყნებული სქრინშოთებიდან ჩანს, რომ Microsoft-ი უკვე ტესტავს აღნიშნულ ფუნქციას.

ფუნქციის გააქტიურებისთვის  Windows 10-ის პარამეტრებიდან აპლიკაციისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი ნებართვის მინიჭება. ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ Your Phone აპლიკაციაში საჭირო ფუნქციების ჩამონათვალი ძალიან სწრაფად იზრდება.

ზარის ფუნქცია უახლოეს მომავალში განახლების სახით გავრცელდება და მისი მხარდაჭერა საწყის ეტაპზე მხოლოდ Android მოწყობილობებს ექნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

წინა სტატია

Facebook-ის ასობით მილიონი მომხმარებლის მონაცემები დაუცველ სერვერზე აღმოაჩინეს

შემდეგი სტატია

Microsoft-მა დამხმარე პროგრამების კრებული PowerToys გამოუშვა

შეთავაზებული სტატიები

MS365: Yammer Communities-ში ახალი შესაძლებლობები დაანონსდა

კომპანია მაიკროსოფტი, საკუთარი სერვისის, Microsoft 365-ის აპლიკაციებში პლატფორმა Viva-ს ინტეგრაციას განაგრძობს. აღნიშნულმა ნაბიჯმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს თანამშრომლების ჩართულობა…
გაიგე მეტი

MS Teams-ის ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობა 250 მილიონს აღწევს

კორპორატიული საკომუნიკაციო/კოლაბორაციის პლატფორმა, Microsoft Teams-ის ყოველთვიური აუდიტორია 250 მილიონიან ნიშნულს მიუახლოვდა. 2021 წლის აპრილის თვეში, როცა კომპანიამ Teams-ის…
გაიგე მეტი

როგორ უნდა გამოიყენოთ ტექსტის წაკითხვის ფუნქცია TikTok-ზე

TikTok-ის ტექსტის წაკითხვის ფუნქცია შესანიშნავი შესაძლებლობაა საინტერესო და სასიამოვნო კონტენტის შესაქმნელად და ასევე შშმ პირებისთვის, ვისაც მხედველობისა და…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
0
გაზიარება